|
2018-05-29 16:29:13, 1581 ნახვა
სამართალი
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და დანაშაულის დაფარვაზე სანქციები მკაცრდება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დღეს წარუდგინა. აღნიშნული პროექტის მიხედვით, ცვლილებები შევა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლში და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება მძიმე დანაშაული ხდება. პარლამენტის დეპუტატებმა, ასევე, განიხილეს სამინისტროს კიდევ ერთი ინიციატივა დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის შემთხვევაში სანქციების გამკაცრების შესახებ. „მკაცრდება სანქციები ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის. ცეცხლსასროლი იარაღის ტარება არის მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც საკმაოდ მკაცრად დაისჯება, თავისუფლების აღკვეთით. ასევე, აქამდე არსებული რედაქციისგან განსხვავებით, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა და შენახვაც მძიმე კატეგორიის დანაშაული გახდება და ესეც საკმაოდ მკაცრად დაისჯება, თავისუფლების აღკვეთით - ეს არის ძირითადი არსი. რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობასა და დაფარვას, სასჯელების დღეს არსებული რედაქციის დიფერენცირება ხდება. დღეისათვის ყველა კატეგორიის დანაშაულის დაფარვა ერთი და იგივე სანქციით ისჯება და საკმაოდ მცირე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩვენი მიზანია ამ დანაშაულის პრევენცია. მით უმეტეს, ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ გახშირდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის, მაგალითად, მკვლელობის საქმეებზე დანაშაულის დაფარვის და შეუტყობინებლობის შემთხვევები. ამიტომ, ჩვენი მიზანია პრევენცია და შესაბამისად, გავზარდეთ სანქციები მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიების დანაშაულთა დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის. ასეთი დანაშაულების დაფარვა და შეუტყობინებლობა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთით დაისჯება, ალტერნატიული სანქციების გარეშე. ახალი რეგულაციების მიხედვით, 3-დან 6 წლამდე ვადით დაისჯება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, უკანონო ტარება კი დაისჯება 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. საკმაოდ გახშირებულია ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტები და ამ იარაღების გამოყენებით ცალკეული კატეგორიის დანაშაულების ჩადენის ფაქტები“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების მიზანი და ამოცანაა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის გათვალისწინებით, განსაზღვროს ისეთი რეგულაციები, რომლებიც ეფექტიანად უზრუნველყოფს დანაშაულის პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას, ასევე, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას და მოქალაქეთა თანამშრომლობის ხარისხის გაზრდას.
(NS)
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)