|
2018-05-29 13:53:53, 1614 ნახვა
პოლიტიკა
დე ფაქტო აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ განცხადებით, სირიამ მათი დამოუკიდებლობა აღიარა
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, რომ სირიის არაბულმა რესპუბლიკამ მათი დამოუკიდებლობა აღიარა. სირიის მხრიდან ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის აღიარებას გამოეხმაურა დე-ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რომელმაც განაცხადა, რომ სირიის მიერ ცხინვალის აღიარება ისტორიული მომენტია. "ახალი მეგობარი სჭირდება ყველას. მით უმეტეს იმ ქვეყნებს, რომლებიც რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. დარწმუნებული ვარ დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება, სასარგებლო იქნება როგორც სირიისთვის ასევე, სამხრეთ ოსეთისთვის", - განაცხადა ბიბილოვმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ „აფხაზეთსა და სირიის არაბულ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება დაიდო“. „ჩვენ დიდად ვაფასებთ სირიის ხელისუფლების ამ ნაბიჯს და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობები ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის სულისკვეთებით განვითარდება. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დროში სირიაში მშვიდობა დამყარდება და მისი ხალხი მშვიდობიან ცხოვრებას დაუბრუნდება“, - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)