13:13 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-28 16:48:53, 1154 ნახვა

საზოგადოება
N192 ბაღში არსებული „გარდამავალი ჯგუფი“ სექტემბრიდან ბაღების სააგენტოს დაქვემდებარებაში გადავა

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ფონდისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის - „გარდამავალი ჯგუფის“ საპილოტე ფაზა დასრულდა. პროექტი, რომელიც N192 საჯარო ბაგა-ბაღში 2017 წლის სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობდა, ახალი სააღმზრდელო წლიდან თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელშეწყობით გააგრძელებს ფუნქციონირებას.

საბავშვო ბაღს დღეს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს განვითარების პროგრამების კოორდინატორი სოფია ქამუშაძე, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, ეკატერინე მესხრიკაძე და პროექტის მენეჯერი რუსუდან ჩხუბიანიშვილი ესტუმრნენ, რომლებსაც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ უმასპინძლა. სტუმრები პროექტის მიმდინარეობას გაეცნენ და გამოთქვეს მზადყოფნა, რომ „გარდამავალი ჯგუფები“ ამ პროექტის საფუძველზე თბილისის სხვა საჯარო ბაღებშიც გაიხსნას. 

„ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები თითოეულ ბავშვთან მისი ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით მუშაობენ.  „გარდამავალი ჯგუფის“ მთავარ მიზანს აუტიზმის სპექტრის მქონე და სხვა სახის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს ასაკის შესაბამის ჯგუფებში უმტკივნეულოდ გადასვლა წარმოადგენს. პროექტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, ანალოგიური ჯგუფები თბილისის სხვა ბაღებშიც გაიხსნას და ამით განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს კიდევ უფრო გავუმარტივოთ თანატოლებთან კომუნიკაცია და საზოგადოებაში ინტეგრაცია,” - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

ამ ეტაპზე „გარდამავალი ჯგუფი“, კარიტასის ფონდის ხელშეწყობით, ზუგდიდში, თბილისსა და თელავში ფუნქციონირებს. ჯგუფი აღჭურვილია საჭირო ინვენტარითა და რესურსით, რაც ნებისმიერი განვითარების მქონე ბავშვისთვის ხელმისაწვდომსა და სასურველს ხდის გარემოს. სპეციალურად ამ პროექტისათვის, გადამზადების კურსი გაიარა N192 ბაღის ყველა აღმზრდელმა და აღმზრდელის თანაშემწემ. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics