22:09 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-27 16:03:06, 827 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი გახარია საბანკო ზედამხედველობის კანონპროექტზე ბიზნეს სექტორის არგუმენტებს ისმენს

„ეროვნულ ბანკში დაგეგმილი ცვლილებების  შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პირველ რიგში ბიზნესის პოზიცია უნდა მოვისმინოთ“,-ამის შესახებ ბიზმესომბუდსმენმა  გიორგი გახარიამ ბიზნეს გაერთანებებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ბიზნესთან  შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი  თემა ახალი კანონპროექტია, რომელიც  ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფას ითვალისწინებს.

 როგორც გახარიამ აღნიშნა,  მას კანონპროექტის ავტორებთან დიალოგი არ ჰქონია.

„იმისათვის, რომ ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ პირველ რიგში ბიზნესის პოზიცია უნდა მოვისმინოთ.  კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ  პროცესი არის ინიციატივა, რომელსაც თავისი არგუმენტები აქვს. ამიტომ გახლავართ აქ დღეს რომ ამ პოზიციის არგუმენტაცია მოვისმინო. არის საპარლამენტო ჯგუფის ინიციატივა, არის ბიზნესის პოზიცია. მე როგორც  ბიზნეს ომბუდსმენი  მინდა,  რომ მათი არგუმენტები მოვისმინო“,-განაცხადა გახარიამ.

გახარიას განცხადებით,  ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პრობლემების და პირველი რიგში ეროვნული ვალუტის პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირება სწორი არ არის.

მისივე თქმით, ეს ვნებს როგრც ეკონომიკას ასევე ბიზნესს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
RBC-Ukraine: აზერბაიჯანმა და თურქეთმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სანქციების მოხსნას რუსი მილიარდერის, უსმანოვის წინააღმდეგ
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics