|
2018-05-28 14:26:46, 1416 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა აშშ-ის და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს უმასპინძლა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს უმასპინძლა. ჰარვარდის, ტუფტის ფლეტჩერის და ჰუმბოლტის უნივერსიტეტის დიპლომატიის, პოლიტიკის მეცნიერებებისა და სამართლის სკოლის კურსდამთავრებულები საქართველოს პროგრამის „აზიის ლიდერთა ცენტრი“ ფარგლებში ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანი საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის როლის, გეოპოლიტიკური და აგრარული პოტენციალის გაცნობა იყო. კურსდამთავრებულთა შორის იყვნენ წარმატებული ქართველები, ფლეტჩერის დიპლომატიის და სამართლის სკოლის მაგისტრი ზვიად აძინბაია და ჰუმბოლტის უნივერსიტეტის (გერმანია) მაგისტრი ანა კიკნაძე. სტუმრებმა ქალაქები სიღნაღი და თელავი დაათვალიერეს, კომპანიას „შატო ზეგაანი“ ესტუმრნენ და, მინისტრთან ერთად, ღვინის დეგუსტაციაში მიიღეს მონაწილეობა. ლევან დავითაშვილმა სტუმრებს ღვინის დაყენების ქართული ტრადიცია გააცნო და საქართველოში აგრარული დარგის განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრა. „აღფრთოვანებული ვარ თქვენი ქვეყნის ისტორიით, სტუმარ-მასპინძლობის წესით და მეღვინეობის ტრადიციით. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ჩვენ არაერთ ქვეყენაში ვიყავით, მაგრამ ასე თბილად და მეგობრულად, როგორც თქვენ მიგვიღეთ, არსად უმასპინძლიათ. საოცრად შთამბეჭდავია თქვენი ქვეყნის და ქართული ღვინის ისტორია. ვაპირებ წიგნი გამოვცე ამ მოგზაურობის შესახებ და აქვე შემიძლია გითხრათ, რომ აღნიშნულ კრებულში საქართველოს და ქართულ ღვინოს მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა. ჩვენ თქვენი ქვეყნის ელჩები ვიქნებით ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ჯგუფის ლიდერმა, „აზიის ლიდერთა ცენტრის“ პრეზიდენტმა სამუელ კიიმ.
(NS)
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)