06:32 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-28 14:18:40, 1668 ნახვა

კომენტარი
კობახიძე IDFI-ის კვლევაზე: ვერ გეტყვით რა თანხაა გადახდილი თავმჯდომარის მანქანაში, ალბათ, გადახდილია ის, რისი საჭიროებაც იყო

ვერ გეტყვით რა თანხაა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მანქანაში გადახდილი, მაგრამ ალბათ, გადახდილია ის, რისი საჭიროებაც იყო, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ მანანა კობახიძემ IDFI-ის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციისას ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, სატრანსპორტო უზრუნველყოფით მოსამართლეები მთელ მსოფლიოში სარგებლობენ.

"თუკი რაიმე ხარჯია გაწეული სასამართლოში, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ კანონთან შესაბამისი. კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, რომ სატრანსპორტო უზრუნველყოფა მოსამართლეებს მთელს მსოფლიოში აქვთ. მე ვერ გეტყვით რა თანხაა თავმჯდომარის მანქანაში გადახდილი, მაგრამ ალბათ, გადახდილია ის, რისი საჭიროებაც იყო,"- განაცხადა მანანა კობახიძემ. 

ცნობისთვის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI) საკონსტიტუციო სასამართლოს ზოგიერთი ხარჯის რაციონალურობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს. როგორც IDFI-ის კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი ბერაიამ აღნიშნა, საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ავტომობილზე, რომელიც ბერაიას თქმით, 180 ათასი ლარი ღირს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
ჰერჩინსკი - საქართველო ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ სახელით რჩება
კალასი - იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics