|
2018-05-26 17:49:13, 1298 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი: ქართველები დაბადებული ვართ იმისთვის, რომ ვიყოთ თავისუფლები
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას დამოუკიდებლობისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მიულოცა. შესაბამისი ვიდეო-მიმართვა ყოფილმა პრეზიდენტმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ქართველი ერი თავისუფლებისთვის არის დაბადებული. „მოგესალმებით, პოლონეთიდან და გილოცავთ საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის 100 წლისთავს. ქართველები დაბადებული ვართ იმისთვის, რომ ვიყოთ თავისუფლები. ჩვენი წარმატება, ჩვენი ღირსება ყოველთვის არის ჩვენ თავისუფლებაში. თავისუფლება არის ძალიან ძვირფასი, მაგრამ ის არის მსხვრევადი და ახლა, ჩვენი თავისუფლება ისევ არის სააფრთხის ქვეშ. საქართველო მაგონებს ველოსიპედს, სადაც პედლები სწრაფად ტრიალებს და სწრაფად მივდიოდით წინ. პედლები აღარ ტრიალებს. რაღაც პერიოდი სწრაფად წავედით წინ, ველოსიპედმა დაიწყო გადახრა, შეაჩერა, შენელდა და შეიძლება წაიქცეს და გადაიჩეხოს. იმისთვის, რომ არ გადავიჩეხოთ, ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად. ეს ურჩხული, რომელიც მოაჯდა საქართველოს, უნდა მოვიშოროთ მისი მარწუხები და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთიანობით, მხოლოდ ერთად დგომით, მხოლოდ ძველი წყენის დავიწყებთ, იმიტომ რომ საქართველო იყო ხუთი წლის განმავლობაში მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მთელი მსოფლიო შენატროდა დაწყებული უკრაინიდან, მოლდოვიდან, ბელარუსიდან, დამთავრებული შუა აზიით, რუსეთით, აღმოსავლეთ ევროპით, მთელ მსოფლიოში იყო წარმატების მაგალითი. მე არ მინდა, რომ ჩემი ქვეყანა გაბანძდეს. გული მტკივა, როცა ვხედავ მის დამცირებულ მდგომარეობას, გული მტკიცა როცა ვხედავ, როგორ დასცინიან ჩვენს ხალხს. ჩვენ ისევ გავხდებით მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქვეყანა. ბევრად უფრო სწრაფად, ბევრად უფრო შინაარსიანად, ბევრად უფრო ქმედითად წავალთ წინ. ჩვენ გამოვალთ ამ გაჭირვებიდან. გადავლახავთ ამ პრობლემებს. ჩვენ დავასრულებთ უიმედობას და საქართველო დაიბრუნებს თავის ბრწყინვალებას. საქარათველო ისევ გახდება უმაგრესი ქვეყანა მთელ მსოფლიოში. ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი. გილოცავთ დღევანდელ დღეს. მომავალ შეხვედრამდ", - განაცხადა სააკაშვილმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)