04:36 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-26 16:47:41, 1557 ნახვა

კომენტარი
ანდრეი კისკა: ძნელია, რეფორმები გაატარო, როდესაც აგრესიული მეზობელი გყავს

„ძნელია, რეფორმები გაატარო, როდესაც აგრესიული მეზობელი გყავს“, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ პარლამენტში განაცხადა, სადაც მრგვალი მაგიდა გაიხსნა.

ანდრეი კისკამ მცოცავ ანექსიაზეც ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას ფოტო უჩვენა, რომელიც მავთულხლართებთან არის გადაღებული.

„სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ადამიანი მავთულხლართებზე გვაწვდის ხელს. ამ კაცმა ერთ ღამეს დაინახა, რომ მის ეზოზე გავლებულია მათვულხლართები, ის უკვე საქართველოში კი აღარ არის, არამედ სხვაგან არის გადაწეული, სამყაროს სხვა ნაწილში. ვერც სასწრაფო დახმარებას გამოიძახებს, ვერც სოციალურ სიკეთეს მიიღებს. ეს გააკეთა აგრესიულმა მეზობელმა. ცხადია ყველა ვხვდებით რომელ მეზობელზეა საუბარი. ამიტომ, ძნელია რეფორმები გაატარო, როდესაც აგრესიული მეზობელი გყავს. საქართველო ფანტასტიური ქვეყანაა და ყველას უნდა მიეცეს შანსი განვითარებისთვის“, - განაცხადა კისკამ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics