|
2018-05-26 14:15:36, 1701 ნახვა
კომენტარი
დუდა: საქართველო გამორჩეულია თავისი თავდადებით და ერთგულებით სუვერენობისა და თავისუფლებისადმი
"ჩვენც და თქვენც ვიბრძოდით მრავალი საუკუნის განმავლობაში იმისთვის, რომ მიგვეღწია თვითგამორკვევისთვის, ამიტომაც დამოუკიდებლობა ჩვენი სამშობლოებისთვის ყველაზე უფრო დიდი ღირებულებაა“, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დუდას თქმით, საქართველო საკუთარი ტავდადებით და ერთგულებით რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა. პოლონეთის პრეზიდენტმა მოსახლეობაას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. „მიხარია, რომ თქვენს შორის ვიმყოფები დღეს თბილისში, რათა ვიზეიმო პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სტატუსით და მოგილოცოთ პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა. საქართველო არის პოლონეთის ძმური ქვეყანა, ჩვენ დაკავშირებული ვართ ერთმანეთთან სიყვარულით, მეგობრობით და თანამშრომლობით. ჩვენ და თქვენც ვიბრძოდით მრავალი საუკუნის განმავლობაში იმისთვის, მიგვეღწია თვითგამორკვევისთვის, ამიტომაც დამოუკიდებლობა ჩვენი სამშობლოებისთვის ყველაზე უფრო დიდი ღირებულებაა. ჩვენ გამოვცადეთ თითქმის ერთნაირი სიმწარე საუკუნეების განმავლობაში და საქართველო გამორჩეულია რეგიონის ქვეყნებს შორის თავისი თავდადებით და ერთგულებით სუვერენობისა და თავისუფლებისადმი. ის არასოდეს არ შეურიგდება იმას, რომ სუვერენული სახელმწიფოს საზღვრები დაირღვეს და ამით დაირღვეს საერთაშორისო კანონმდებლობა, რადგანაც საქართველოს გააჩნია საერთაშორისო კანონმდებლობის პატივისცემა, ეს გახლავთ საფუძველი მშვიდობის შენარჩუნებისა მთელ ევროპაში. გილოცავთ მეგობრებო დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს. რა თქმა უნდა გამოწვევები კვლავ ელის საქართველოს, მაგრამ ჩვენ თქვენთან ერთად ვართ სოლიდარობის სულისკვეთებით განმსჭვალულნი“,- განაცხადა პოლონეთის პრეიდენტმა. როგორც ანდჟეი დუდამ აღნიშნა, გარდაცვლილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი მუმდივად საქართველოს გვერდით იდგა, რათა რეგიონის სხვა ხელმძღვანელებთან ერთად აგრესიის წინააღმდეგ პროტესტი გამოეთქვა. „გარდაცვლილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მუდმივად თქვენ გვერდით იდგა იმისატვის რომ ჩვენი რეგიონის სხვა ხელმძღვანელობასთან ერთად პროტესტი გამოეცხადებინა აგრესიის წინააღმდეგ. მოეწოდებინა მტელი მსოფლიოსათვის რომ სეეჩერებინათ აგრესორები და ფაქტორბივად ჩვენ ამგვარი გაკვეთილები გამოვცადეთ გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ევროპაში. ქართველებს და საქართველოს აქვს უფლება, რომ იყოს დამოუკიდებელი, იცხოვროს მშვიდობიან გარემოში და იაროს ინტეგრაციის გზით, პოლონეთი მხარს უჭერს მუდმივად საქართველოს მცდელობას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მოპოვების გზაზე. შეუძლებელია, რომ ამაში ვინმემ ეჭვი შეიტანოს. საქართველოსთვის ნატო-ს კარი ღიაა, ვინაიდან საქართველო იზიარებს იმ ღირებულებებს, რომელსაც საერთოდ, ევროპული საზოგადოება ეყრდნობა. მინდა საქართველოს მივულოცო და ვუსურვო შემდგომი განვითარება. არ მინდა ვინმე შეეხოს და შებღალოს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის სახელი“, - განაცხადა მან.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)