|
2018-05-26 14:17:20, 1436 ნახვა
კომენტარი
გახარია: პირველი რესპუბლიკა იყო უდიდესი მიღწევა არამხოლოდ საქართველოსთვის არამედ ევროპული პოლიტიკური რეალობისთვის
26 მაისი არის ჩვენი ხვალინდელი დღის ყველაზე დიდი ენერგიის მატარებელი დღე- ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრმა 26 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქრთველოს დამოუკიდებლობის მოპოვება არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ევროპული პოლიტიკური რეალობისთვის უდიდესი მიღწევა იყო. „დღეს გვაქვს ის უმნიშვნელოვანესი დღე, რომელსაც ათასობით ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღის ყველაზე დიდი ენერგიის მატარებელი დღე. მოგეხსენებათ, რომ პირველი რესპუბლიკა იყო უდიდესი მიღწევა არამხოლოდ საქართველოსთვის და არამხოლოდ რეგიონში, არამედ საერთოდ ევროპული პოლიტიკური რეალობისთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს და ის მაღალი სტანდარტი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დააწესეს მას ყოველდღიურად უნდა შევმატოთ რამე ახალი. რა თქმა უნდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს,თითოეულ ჩვენს სამხედროს ვულოცავ ამ დღეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღე იქნება დამატებითი ენერგიის მომტანი ჩვენს შრომაში და ხვალინდელ დღეზე ორიენტირებული",- განაცხადა გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)