04:56 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-25 12:57:41, 2518 ნახვა

მსოფლიო
ილჰამ ალიევმა 634 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის საქართველოს 11 მოქალაქე

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 634 პატიმარი შეიწყალა.

 ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეწყალებულთა შორის 11 საქართველოს მოქალაქეა.

ალიევმა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობიოს 100 წლისთავთან დაკავშირებით, შეწყალების განკარგულებას ხელი გუშინ მოაწერა, ხოლო მისი აღსრულება დღეს დაიწყო.

 შეწყალებულებს შორის 12 ოპოზიციონერია. თუმცა  სიაში ვერ მოხვდნენ ილგარ მამედოვი, ალი ინსანოვი და სხვა ცნობილი პოლიტპატიმრები.

 პრეზიდენტმა 39 უცხო ქვეყნის მოქალაქეც შეიწყალა.  აქედან 5 ჩინეთის, 4-4 რუსეთის და ირანის. ბანგლადეშისა და თურქეთის 3-3 . ასევე ორ-ორი თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან. ასევე უკრაინის, კამერუნის, ინდოეთის, ავღანეთის მოქალაქეები.

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავი 28 მაისს აღინიშნება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics