|
2018-05-25 11:58:10, 1225 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: „ენგურჰესის“ ავარიის სერიოზულობაზე კონკრეტული პასუხების გაცემას ალბათ, დღის მეორე ნახევარში შევძლებთ
„ენგურჰესის“ ავარიის სერიოზულობაზე კონკრეტული პასუხების გაცემას ალბათ, დღის მეორე ნახევარში შევძლებთ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მთელი ღამის განმავლობაში გენერაციის სექტორებიდან წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობდა. „წყალი შესულია გენერაციის გარკვეულ სექტორებში. შესაბამისად, მთელი ღამის განმავლობაში წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობდა. ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ პასუხი გავცეთ, თუ რამხელაა ზარალი და რა პერიოდი დასჭირდება მთლიანად სისტემის აღდგენას. გუშინ სარეზევრო სისტემები გამოვიყენეთ, ასევე იმპორტი შემოვიტანეთ ქვეყანაში იმისთვის, რომ ქვეყნის სტაბილური ელექტრო მომარაგება მოგვეხდინა“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ენგურჰესის დაზიანების გამო, თბილისსა და რეგიონებში გუშინ საღამოს ენერგომომარაგების მხრივ პრობლემები შეიქმნა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, გუშინ, 20:11 საათზე, ავარიულად გამოირთო ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური, რამაც გამოიწვია ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონსა და თბილისის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)