|
2018-05-24 16:36:32, 1417 ნახვა
კომენტარი
აბაშიძე: როგორც მოსალოდნელი იყო, კარასინმა თქვა, რომ ტატუნაშვილის საკითხის განხილვა ჟენევის ფორმატში უნდა გაგრძელდეს
პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა იყო. როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, კარასინმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე საუბარი ჟენევის ფორმატში უნდა გაგრძელდეს. „რუსმა კოლეგამ განაცხადა, რომ ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა ასეთი რამ აღარ განმეორდეს. მან თქვა ის რასაც ველოდი, რომ ამაზე საუბარი უნდა გაგრძელდეს ჟენევის ფორმატში“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. მისივე თქმით, შეხვედრაზე აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხზე საუბარი არ ყოფილა. „რკინიგზის საკითხი საერთოდ არ განხილულა არც საელჩოს, არც SGS-ის და არც კულტურული ურთიერთობების კონტექსტში. საერთოდ არ ხსენებულა რკინიგზის საკითხი“, - აღნიშნა ზურაბა აბაშიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)