|
2018-05-24 16:24:18, 1291 ნახვა
კომენტარი
კარასინი: ტატუნაშვილის გარდაცვალება ტრაგედიაა და ასეთი შემთხვევა აღარ უნდა განმეორდეს
„ტატუნაშვილის გარდაცვალება რა თქმა უნდა, ტრაგედიაა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ასეთი შემთხვევა აღარ განმეორდეს“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ მსგავსი საკითხები საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის უნდა განიხილებოდეს. „ტატუნაშვილის გარდაცვალებას რაც შეეხება, ეს რა თქმა უნდა, ტრაგედიაა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ესეთი შემთხვევა აღარ განმეორდეს და ჩვენ ამას გავაკეთებთ. ასეთი საკითხები უნდა განიხილებოდეს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის პირდაპირი კონტაქტით, მით უმეტეს რომ ჩვენ გვაქვს შექმნილი ინციდენტების პრევენციის მექანიზმები და ეს საკითხები ამ შეხვედრების ფარგლებში იქნა განხილული, ისევე როგორც ჟენევაში. ვფიქრობ რომ მომხდარიდან უნდა მოხდეს სერიოზული დასკვნის გაკეთება და არ უნდა მოხდეს ამის გამეორება“, - განაცხადა კარასინმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)