|
2018-05-24 14:29:02, 1289 ნახვა
კომენტარი
შოთაძე: ამ ეტაპზე, ვერ გიპასუხებთ, იკვეთება თუ არა მაჩალიკაშვილის საქმეში უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები
„ამ ეტაპზე, ვერ გიპასუხებთ, იკვეთება თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები“, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, გამოძიების დასრულების შემდეგ პროკურატურა საქმეზე დეტალურ ინფორმაციას გაასაჯაროვებს. „ამ საქმეზე საკმაოდ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამ გამოძიების პროცესში, რომელიც ეხება სამართალდამცავები მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმირებულია მაჩალიკაშვილების ოჯახი. შესაბამისა, მას შემდეგ, რაც ეს გამოძიება ამოიწურება, საქართველოს პროკურატურა დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას. ამ ეტაპზე, ვერ გიპასუხებთ, იკვეთება თუ არა უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მაქსიმალურად ეფექტიანად, სწრაფად და მას შემდეგ, რაც ამოიწურება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, საზოგადოებას მივაწვდით დეტალურად ინფორმაციას“, - განაცხადა შოთაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)