|
2018-05-23 19:36:39, 1379 ნახვა
კომენტარი
ლიპარტელიანი - სანამ ქევხიშვილი არ გადადგება, ვერანაირი შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული
ძიუდოისტებმა მორიგი საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართეს. აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა და მისი მხრიდან ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე პროცესებით დაინტერესება მოითხოვეს. როგორც ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუ დავით ქევხიშვილი დაუყოვნებლივ არ გადადგება, ვერანაირი შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული. ”ჩენ ისეთ ფაზაში ვართ შესული, ჩიხში ვიმყოფებით და ვერავინ ვერ აიღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ დავით ქევხიშვილი არ გაიმეორებს იგივე ქმედებებს რასაც აქამდე ჩადიოდა. აქიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ შევთანხმდებით და ვერ დავჯდბით მოლაპარაკების მაგიდასთან. გამორიცხულია დავით ქევხიშვილთან მუშაობა. გამოსავალი არის გადადგეს დავით ქევხიშვილი დაკავებული თანამდებობიდან. ასევე ჩვენი მოთხოვნა არის ქვეყნის პირველი პირი გიორგი კვირილაშვილი დაინტერესდეს ამ მდგომარეობით და მოგვაქციონ ყურადღება”, - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)