|
2018-05-23 11:21:50, 1190 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით დისკუსიებში მაქსიმალურად ფართო სპექტრი უნდა იყოს ჩართული
„ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი, რომელიც არის მნიშვნელოვანი საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტისთვის, სხვადასხვა წევრისთვის, აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ფართო სპექტრი უნდა იყოს ჩართული ამ დისკუსიებში, მათ შორის, ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ პარლამენტის წინ აქციის ორგანიზატორები", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნარკოპოლიტიკის შესახებ საუბრისას განაცხადა. ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი, მზად არის, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, ყველა დაინტერესებულ მხარესთან ნებისმიერ ფორმატში გამართოს დისკუსია. "ჩვენ მზად ვართ, გავმართოთ დისკუსია ყველასთან, ვინც არის დაინტერესებული ამ საკითხებით. არის არაერთი მხარე, არაერთი სუბიექტი, არაერთი დაინტერესებული მხარე. ყველასთან გვექნება დისკუსია ნებისმიერ ფორმატში, ვიდრე მოხდება კანონპროექტის წარდგენა საკომიტეტო დონეზე, საკომიტეტო მოსმენის ფორმატში გვექნება ყველასთან, აბსოლუტურად, დისკუსია, ყველას ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი. ეს არის ჩვენი ზოგადი მიდგომა. ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი, რომელიც არის მნიშვნელოვანი საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტისთვის, სხვადასხვა წევრისთვის, აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ფართო სპექტრი უნდა იყოს ჩართული ამ დისკუსიებში, მათ შორის, ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ პარლამენტის წინ აქციის ორგანიზატორები, ისინი, ბუნებრივია,იქნებიან ჩართული ამ განხილვაში, მით უმეტეს, რომ პირდაპირი დაპირება იყო გაცემული შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან ამასთან დაკავშირებით. ყველასთან ერთად, ჩვენ უნდა შევიმუშავოთ ისეთი მიდგომა, რომელიც არის საუკეთესო ჩვენი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი შეფასებით, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას სრული უფლება ჰქონდა, 13 მაისის ღამეს, პარლამენტის წინ შეკრებილებისთვის ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, დაპირება მიეცა. „ამ დისკუსიაში არის ჩართული ყველა. ჩვენ ვიღებთ კანონს, თუმცა, მჭიდრო ვთანამშრომლობთ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, განსაკუთრებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, როცა საქმე ეხება ნარკოპოლიტიკას. იმიტომ, რომ ეს პოლიტიკა არის, პირველ რიგში, არის აღსასრულებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ მჭიდრო კონსულტაციების რეჟიმში და ბუნებრივია, ერთად ვმსჯელობთ იმაზე, თუ რა კანონი უნდა მივიღოთ და როგორ უნდა მივიღოთ, რა პროცესის საფუძველზე უნდა მივიღოთ ეს კანონი. აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა მინისტრს, ბუნებრივია, ჰქონდა სრული უფლება, რომ ასეთი სახის დაპირება გაეცა აქციის ორგანიზატორებისთვის",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)