|
2018-05-23 11:07:44, 1189 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: როდესაც პრეზიდენტი საუბრობს ცარიელ მაცივარზე, ეს არის, რეალურად, ნიანგის ცრემლები
„როდესაც საუბრობს პრეზიდენტი ცარიელ მაცივარზე, ეს არის, რეალურად, ნიანგის ცრემლები და ეს არის მარტივი პოპულიზმი, რომელიც ძალიან მარტივად გაიშიფრა. ან როცა შენ საუბრობ ცარიელ მაცივარზე, ოთხჯერ მეტი ხარჯი არ უნდა გქონდეს იმ გაჭირვებული ადამიანის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადით", - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები მიზანშეუწონლად გაბერილია. „მე მახსოვს, საუბრობდა ბატონი პრეზიდენტი ეკონომიკასთან დაკავშირებით, მის გამოსვლაზე აღარ შევჩერდები, იყო აბსოლუტურად სუსტი, ეკონომიკაზე როცა საუბრობ, შენ არგუმენტებით უნდა დაასაბუთო, რომ მთავრობის საქმიანობა არის ეფექტიანი ან არაეფექტიანი. მაგრამ, როცა შენ სპეკულირებ იმით, რომ მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს უჭირს საქართველოში, რაც რეალობაა, ცარიელ მაცივრებზე როცა საუბრობ, მეორე მხრივ, შენ არ უნდა სწევდე ისეთ ხარჯებს, როგორსაც სწევ. არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი ოთხჯერ მეტს იხდიდეს სასტუმროს ნომერში, ვიდრე, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარე ან ნებისმიერი სხვა დეპუტატი. ეს არის რეალობა - ოთხჯერ მეტი ხარჯი. ეს არის ნამდვილად შემაშფოთებელი. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც საუბრობს პრეზიდენტი ცარიელ მაცივარზე, ეს არის, რეალურად, ნიანგის ცრემლები და ეს არის მარტივი პოპულიზმი, რომელიც ძალიან მარტივად გაიშიფრა. როცა შენ საუბრობ ცარიელ მაცივარზე, ოთხჯერ მეტი ხარჯი არ უნდა გქონდეს იმ გაჭირვებული ადამიანის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადით, შენს ადმინისტრაციას არ უნდა აქეიფებდე საბიუჯეტო რესურსებით",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)