|
2018-05-22 12:05:59, 1421 ნახვა
კომენტარი
შოთა ხაბარელი: ვფიქრობ, დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან უნდა გადადგეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შოთა ხაბარელის განცხადებით, ძიუდოისტების პროტესტი ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის მიერ პროფესიონალი მწვრთნელების გადაყენებას უკავშირდება. ხაბარელი მიიჩნევს, რომ ქევხიშვილი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს. „იყვნენ წარმატებული მწვრთნელები და ისინი გადააყენეს. შემდეგ მოვიდნენ სრულიად ამ სფეროში არაკომპეტენტური მწვრთნელები. შედეგიც დადგა ეს. ზუსტად ამას აპროტესტებენ ბიჭები, წარმატებული მწვრთნელების გადაყენებამ მოიტანა ზუსტად ეს შედეგი. აქედან გამომდინარე, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთა, იმ ბრალეულობაზე ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი უნდა გადადგეს, მეც ვფიქრობ, პრეზიდენტმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო იმით, რომ მან გადააყენა წარმატებული მწვრთნელები და მოიყვანა თავისი მეგობრები. ეს არის ყველაზე მტკივნეული და ყველაზე ცუდი, რაც მივიღეთ ჩვენ და ბიჭებიც ამას ამბობენ. ჩვენ მოგვაცილეს ის მწვრთნელები, რომლებითაც ვიყავით კარგად, ვიღებდით შედეგებს, მოვიდა ახალი მწვრთნელების შემადგენლობა, და იმის შემდეგ წავიდა შედეგი უკან. მეც ვიფქრობ, როდესაც ხდება წარმატებული მწვრთნელების გადაყენება და ამის შემოქმედი არის პრეზიდენტი, ის უნდა გადადგეს”, - განაცხადა შოთა ხაბარელმა. ცნობისთვის, საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ ძიუდოს ნაკრების წევრთა ნაწილმა დავით ქევხიშვილის კაბინეტი აჭედეს და მისი სკამი გარეთ, ნაგვის ურნასთან გაიტანეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)