|
2018-05-22 11:52:20, 1302 ნახვა
კომენტარი
ქანთარია: ის, რომ ნარკოპოლიტიკა რეალიზატორების მიმართ უნდა გამკაცრდეს, შეთანხმებულია
„ის, რომ ნარკოპოლიტიკა რეალიზატორების მიმართ უნდა გამკაცრდეს, შეთანხმებულია“, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისში შესვლამდე განუცხადა. მისი თქმით, გუნდში უფრო მეტად აზრთა სხვადასხვაობა ნარკოტიკის დოზებთან დაკავშირებით არსებობს. „ის, რომ ნარკოპოლიტიკა რეალიზატორების მიმართ უნდა გამკაცრდეს, შეთანხმებულია და მთავარია დოზებზე არ გამოვიდეს წახალისების ელემენტი მომხმარებლებთან დაკავშირებით. ალბათ ამაზე იქნება უფრო დავა. თუ ვამბობთ, რომ არ უნდა დავაკავოთ, ეს ნიშნავს, რომ არ უნდა მოხვდეს საპყრობილეში და კრიმინალად არ უნდა ჩაითვალოს თუ რა თქმა უნდა, ეს არ იქნება სისტემატური ხასიათის“, - აღნიშნა ქანთარიამ. ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი მთავარი თემა ნარკოპოლიტიკაა. დღევანდელ სხდომას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)