|
2018-05-21 13:18:50, 1436 ნახვა
კომენტარი
ომბუდსმენის მოადგილე: 12 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ამ დრომდე არანაირი საჩივარი არ შემოსულა
სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, 12 მაისს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე განცხადებით ომბუდსმენის აპარატისთვის ჯერ არავის მიუმართავს. მისივე თქმით, ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატი შსს-დან გამოთხოვილ ინფორმაციებს ელოდება. “ამ ეტაპზე რასაც ვაკეთებთ, საჯარო წყაროებში არსებულ მონაცემებს ვსწავლობთ. ამაში ვიდეო ჩანაწერები და კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციები იგულისხმება. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაცია გამოვითხოვეთ. გვინდა, ვნახოთ, კლუბებში სპეცოპერაცია რამდენად კანონიერად განხორციელდა. ასევე გვაინტერესებს, ადმინისტრაციული დაკავებები რამდენად სწორად განხორციელდა, რამდენად კანონიერად წარიმართა ეს პროცესი და მომიტინგეებს რამდენად მიეცათ შესაძლებლობა მშვიდობიანი მანიფესტაცია გაემართათ”, – განაცხადა ბურჯანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)