|
2018-05-21 11:10:54, 1293 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: ჩვენ მტკიცებულებებით უნდა ვაჩვენოთ, რომ რუსეთი აგვისტოს მოვლენებამდე ბევრად ადრე ემზადებოდა ომისთვის
სტრასბურგის სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“. ზეპირი მოსმენა მიმდინარე წლის 23 მაისსაა ჩანიშნული. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, საქართველოს მთავრობა დამატებითი მტკიცებულებებით ცდილობს, აჩვენოს ევროპულ სასამართლოს, რომ რუსეთი აგვისტოს მოვლენებამდე ბევრად უფრო ადრე ემზადებოდა საომარი მოქმედებებისთვის. „რუსეთი ნამდვილად ამბობს − რა შუაშია სტრასბურგის სასამართლო, აგვისტოს ომი ადამიანის უფლებების თემა არ არის, არის უფრო ჰუმანიტარული სამართლის სფერო, რასაც ჩვენ მყარი არგუმენტებით ვუპირისპირდებით. ვამბობთ, რომ სწორედ იმ პერიოდში, როდესაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, რუსეთი ახორციელებდა ჩვენი ქვეყნის ამ ტერიტორიაზე − ცხინვალის რეგიონში, ისეთ მოქმედებებს, რომლებიც ბევრად სცილდებოდა საომარი მოქმედებების საჭიროებებს. ჩვენ ძალიან მყარი, ახლა უკვე ახალ-ახალი, დამატებითი მტკიცებულებებით ვცდილობთ, ვაჩვენოთ ევროპულ სასამართლოს, რომ რუსეთი ბევრად ადრე ემზადებოდა ამ საომარი მოქმედებებისთვის; რომ ის წვრთნიდა ადგილობრივ პერსონალს, მათ შორის, სამხედროს, ოსების სხვადასხვა ოფიციალურ დე ფაქტო დანაყოფებში და ემზადებოდა ამ სამხედრო დაპირისპირებისთვის. ასევე, ჩვენ მტკიცებულებებით გამყარებული არგუმენტებით ვაჩვენებთ სასამართლოს, რომ რეალურად 10 აგვისტოს, გამთენიისას, საქართველოს მხარემ ყველანაირი ცეცხლი შეწყვიტა; უფრო მეტიც, ის გამოვიდა საომარი მოქმედებების არეალიდან და 11 აგვისტოს ჩვენი შენაერთები უკვე თბილისის მისადგომებს იცავდნენ, რაც გამორიცხავს რუსეთის უსაფუძვლო მტკიცებას იმის თაობაზე, რომ თითქოს ჯერ კიდევ 12 აგვისტოს ჩვენ რუსეთს ვპასუხობდით საომარი მოქმედებებით, “ - განაცხადა თეა წულუკიანმა. სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი ხელმძღვანელობს.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)