|
2018-05-21 10:41:43, 1242 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: „ბლექ სი არენაზე“ Check in Georgia-ს ღირსეული გახსნა გვქონდა
"ბლექ სი არენაზე" Check in Georgia-ს ღირსეული გახსნა გვქონდა მაესტრო მორიკონეს დაუვიწყარი კონცერტით, რომელშიც თბილისის ოპერის 70-კაციანი გუნდიც მონაწილეობდა", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „ბლექ სი არენაზე" ენიო მორიკონეს კონცერტის დასრულების შემდეგ განაცხადა. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, Check in Georgia-ს ფარგლებში წელს კიდევ არაერთი, ძალიან კარგი კონცერტი გაიმართება, რომელიც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის, ასევე შოუბიზნესის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. „დარწმუნებული ვარ, მორიკონეს კონცერტით თითოეულმა იქ მყოფმა დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიიღო. ცოცხალი კლასიკოსისგან მოვისმინეთ მუსიკა, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს. Check in Georgia-ს ფარგლებში წელს კიდევ არაერთი ძალიან კარგი კონცერტი გვექნება, რომელიც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში ისევე, როგორც შოუ-ბიზნესის განვითარებას", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
(NS)
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)