|
2018-05-18 21:45:22, 1478 ნახვა
კომენტარი
გახარია: ბოდიში მოვიხადეთ იმ დისკომფორტისთვის, რომელიც ახალგაზრდებს შევუქმენით
„ბოდიში მოვიხადეთ იმ დისკომფორტისთვის, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს, ახალგაზრდებს შევუქმენით. მოგვიწია მათი საღამოს გეგმების დაშლა და კლუბიდან გამოყვანა“, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციის კითხვას, რატომ მოიხადა ბოდიში შინაგან საქმეთა სამინისტრომ. „აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო ის რაც პოლიციამ გააკეთა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბოდიში მოვიხადეთ იმ დისკომფორტისთვის, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს, ახალგაზრდებს შევუქმენით იმით, რომ მოგვიწია მათი საღამოს გეგმების დაშლა და კლუბიდან გამოყვანა. ასევე მოვუხადეთ ბოდიში იმათ რომელიც ემოციურ ფონზე აღმოჩნდა რუსთაველზე და პარლამენტის წინ. ძალიან კარგად გვესმის, რომ პოლიციელის აბსოლუტურად ლეგიტიმური და სამართლიანი ღონისძიება გახდა გარკვეული ტრიგერი იმისთვის, რომ ამას მოჰყოლოდა ის ფორმები გამოხატვის თავისუფლების რომელიც იყო და ამიტომ მოვუხადეთ ბოდიში. ამას მოჰყვა შემდგომ კონტრ რეაქცია და კიდევ ბევრი რამ მოჰყვა, მაგრამ საბედნიეროდ ერთმა მხარემაც, მეორე მხარემაც, მესამე მხარემაც, სახელმწიფომაც და პოლიციამაც გაართვეს ამას თავი და შესაბამისი პასუხი გაეცა იმ გამოწვევებს რომელიც იყო რისი დამადასტურებელი მაგალითიც და ფაქტორიც იყო ნორმალურად ჩატარებული 17მაისი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)