05:34 - 05 Nov, 2026
|
2018-05-18 20:16:51, 1809 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია: უბნის ოფიცერს უნდა ჰქონდეს ნდობის ისეთი ხარისხი, რომ მოქალაქემ სახლში შეუშვას
„უბნის ოფიცერს უნდა ჰქონდეს ნდობის ისეთი ხარისხი, კარზე რომ დააკაკუნებს მოქალაქემ უნდა გაუღოს და სახლში შეუშვას“, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უწყებისთვის უბნის ოფიცერი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოზიცია. „უბრალოდ გთხოვთ, რომ აქ მხარი დაგვიჭიროთ, ეს არის რაღაც ახალი, რაც უნდა გახდეს ფუნდამენტი ახალი პოლიციის. ეს არის ის ადამიანი, რომლის ნდობის ხარისხიც უნდა იყოს ისეთი, კარზე რომ დააკაკუნებს, მოქალაქემ კარი უნდა გაუღოს და სახლში შემოუშვას. ესენი იქნებიან საუკეთესო ადამიანები, ახალგაზრდები, საუკეთესოდ აღჭურვილები, შესაბამისი სოციალური გარანტიებით და შესაბამისი განათლებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)