|
2018-05-16 16:07:40, 2773 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ჩვენთვის მთავარია მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილება ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით
„ჩვენთვის მთავარია მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილება ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. ეს იქნება ყველას საერთო მიზანი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, მთავარია, კონსულტაციების პროცესი სწორად წარიმართოს. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ამ შემთხვევაში, საერთო მიზანი მიღწეული იქნება. მან ასევე აღნიშნა, რომ დეტალებთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა, მიზანი, რომელიც ნარკომოხმარების შემცირებას და ჰუმანურ პოლიტიკის წარმოებას გულისხმობს - საერთოა. „ჩვენ თვის ბოლომდე უნდა შევაჯეროთ პოზიციები კანონპროექტთან დაკავშირებით, გვაქვს, დაახლოებით, ორი კვირა ამისთვის. არის აზრთა სხვადასხვაობა დეტალებთან დაკავშირებით, თუმცა, საერთო არის მიზანი, მიზანი არის ნარკომოხმარების შემცირება საქართველოში, ასევე, მიზანი არის ჰუმანური პოლიტიკის წარმოება. ამ საერთო მიზნებიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ არსებობს კონსესუსის მიღწევის რესურსი, მთავარია, ამაზე აქტიურად ვიმუშაოთ და მე ვფიქრობ, რომ ორი კვირის განმავლობაში ჩვენ შევძლებთ კონსესუსის მიღწევას გუნდის შიგნით ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მთავარია მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილება ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. ეს იქნება ყველას საერთო მიზანი. მთავარია, ჩამოვაყალიბოთ სწორი კანონპროექტი, სადაც ასახული იქნება სწორად ეს მიზნები. ეს არის მთავარი ამოცანა. მთავარია, რომ სწორედ წარიმართოს კონსულტაციების პროცესი. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ შემთხვევაში საერთო მიზანი იქნება მიღწეული და შედეგი იქნება კანონპროექტში სწორად ასახული",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)