|
2018-05-15 18:02:30, 1471 ნახვა
კომენტარი
მეზვრიშვილი: თუკი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია მოხმარებას წაახალისებს, მხარს არ დავუჭერთ
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, უწყება ისეთი ნარკოპოლიტიკის მომხრეა, რომელიც ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ მაქსიმალურად მკაცრი იქნება. როგორც მეზვრიშვილმა განმარტა, შსს-ს პოზიციაა, რომ თუკი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია mis მოხმარებას წაახალისებს, ამ რეფორმას მხარს არ დაუჭერენ. “ჩვენ ეს ვთქვით გუშინ, ამას ვამბობთ დღესაც და ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა. ჩვენ ისეთი ნარკოპოლიტიკის მომხრეები ვართ, რომელიც არ წაახალისებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას. თუკი ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოხმარებას წაახალისებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მხარს არ დავუჭერთ. მთელი რიგ საკითხებზე მსჯელობა გაიმართა, ჩვენი მოსაზრებები იმ უწყებათაშორის კომისიაში, რომელიც იუსტიციის სამინისტროში არის შექმნილი, მიტანილი გვაქვს. მოხმარებასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ წარდგენილი პროექტი საკმაოდ ჰუმანურ მიდგომებს ითვალისწინებს", - განაცხადა მეზვრიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)