05:09 - 05 Nov, 2026
|
2018-05-15 12:12:36, 1364 ნახვა
კომენტარი
ტუღუში: მნიშვნელოვანია, კონტრაქციასთან და ფაშისტურ ლოზუნგებთან დაკავშირებით შს მინისტრის პასუხები მოვისმინოთ
„ევროპული საქართველო“ შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში უმცირესობის ფორმატში იბარებს. როგორც პარტიის წევრმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, გიორგი გახარიამ 13 მაისს გამართულ კონტრაქციასთან და სხვადასხვა ფაშისტურ ლოზუნგებთან დაკავშირებით კითხვებს უპასუხოს. ,,მინისტრი დაბარებული გვყავს უმცირესობასთან შესახვედრად და არა გაერთიანებულ სამ კომიტეტში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ მინისტრმა კანონი დაიცვას და მოვიდეს, როდესაც საპარლამენტო უმცირესობა შეკითხვებზე პასუხის გასაცემად იბარებს. მნიშნელოვანია კონტრაქციასთან და სხვადასხვა ფაშისტურ ლოზუნგებთან დაკავშირებით მოვისმინოთ პასუხები, რომლებიც იქ გაისმოდა“, - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)