01:36 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-14 16:03:46, 1232 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე: ახალი ნარკოპოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს ნარკომომხმარებლების დახმარებას

ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ახალი ნარკოპოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს ნარკომომხმარებლების დახმარებას, მაგრამ ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში უნდა იყოს უკომპრომისო. 

"გიდასტურებთ, რომ გუნდში არის მსჯელობა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით და ჩვენი მიდგომა იქნება მაქსიმალურად ტრანსპარენტული. ჩემი პირადი მოსაზრება არის, რომ რა თქმა უნდა, ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან ნარკოტიკების მომხმარებლები, საჭიროა მაქსიმალურად ჰუმანური მიდგომა, ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს მათზე. ჩვენ გვაქვს ახალი სტანდარტი ამ კუთხით დასამკვიდრებელი, მაგრამ რაც შეეხება ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაციას და რეალიზატორებს, აქ ბუნებრივია, კანონი იქნება ძალიან პრინციპული და ეს არის სწორედ საზოგადოების დაკვეთა. კომპრომისი ვერ იქნება, იმ საკითხების მიმართ, რაც ეხება ნარკორეალიზატორების საქმიანობას, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რაც შეეხება ნარკომომხმარებლებს, აქ ჩვენ გვჭირდება მაქსიმალურად ჰუმანური მიდგომა. მიდგომა, რომელიც დაკავშირებულია მათი ცხოვრების შეცვლასთან, მხარდაჭერასთან. ჩვენ გვაქვს დიდი მონაპოვარი თავისუფალი სიტყვის სახით და ჩვენ, როგორც დემოკრატიული მთავრობა, ვალდებული ვართ გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსი, რომელიც უნდა დავიცვათ," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.  

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics