|
2018-05-14 14:37:43, 1539 ნახვა
კომენტარი
წიქარიშვილი: თუ მოლაპარაკებებს შედეგი არ ექნება, აქციები განახლდება
„დღეს მიგვაქვს გზავნილი, რომ არ ვაპირებთ არცერთ დათმობაზე წასვლას. ჩვენ გუშინდელი დროებითი დაშლა იყო კომპორომისი, თუმცა საჭირო, დანარჩენი კი ერთად შეთანხმდება“, - ამის შესახებ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრმა ბექა წიქარიშვილმა შს მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თუ მოლაპარაკებებს შედეგი არ ექნება, აქციები განახლდება. „ხვალ იქნება ის დღე, როცა დეტალურად განვიხილავთ 12 მაისის ღამეს. წინასწარი შეთანხმება ასეთი იყო და ზუსტ დროს ველოდებით. რაც შეეხება ნარკოპოლიტიკის საკითხს, პრინციპული წინააღმდეგობა იყო სრულიად ყურითმოთრეული მიზეზი, თითქოს ნარკორეალიზაციას ვინმე აპრავებს ამ ქვეყანაში. ეს სიმართლე არ არის. რეალიზატორების მიმართ ბრძოლა არის ლეგიტიმური, თუმცა მომხმარებლები არ უნდა დავსაჯოთ. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკა და დღეს ეს მესიჯი გაისმა. თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, რომ ხელისუფლება ყველაფერზე შეძლებს წასვლას იმ რეფორმასთან დაკავშირებით, რაც იყო, თუმცა წინასწარი მზაობა არის, რომ უფრო მეტად გაიხსნას ხელისუფლების კარი“, - აღნიშნა ბექა წიქარიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)