00:30 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-14 12:24:22, 1472 ნახვა

კომენტარი
წიქარიშვილი: ჩვენ უკვე წავედით სერიოზულ კომპრომისზე ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, მეტ კომპრომისზე ვერ წავალთ

უნდა წარვადგინოთ გუნდი, რომელთან ერთადაც ვაპირებთ მათთან თანამშრომლობას, - ამის შესახებ "თეთრი ხმაურის მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროში შესვლამდე განუცხადა.

მისი ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრა იქნება ტექნიკური ხასიათის, რათა სამომავლო თანამშრომლობის ფორმატი ჩამოყალიბდეს.

"ჩვენ პირველ რიგში, ფორმატი უნდა შევათანხმოთ. უნდა წარვადგინოთ გუნდი, რომელთან ერთადაც ვაპირებთ მათთან თანამშრომლობას. კონკრეტული ადამიანები, თუ ვინ იქნებიან ამ ფორმატში ჩართულები, ჯერ შეთანხმებული არაა და ამიტომ ეს არის პრინციპული, რათა ჩვენ გვქონდეს ლეგიტიმაცია საუბრის. საზოგადოების ნდობისთვის გვჭირდება ეს ყველაფერი. ჩვენ უკვე წავედით სერიოზულ კომპრომისზე ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და მეტ კომპრომისზე ვერ წავალთ. აქციის დასრულება სწორი ნაბიჯი იყო ჩემი აზრით. მე დაპირისპირებას ვერ დავუშვებდი", - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

შეგახსენებთ, 12-13 მაისს, რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანი ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებდა. ისინი პრემიერის და შს მინისტრის გადადგომას, ასევე სპეცოპერაციაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვდნენ. ვითარება ადგილზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც სოციალურ ქსელში 9 მაისის მემორიალზე ცეკვის კადრები გავრცელდა. აღნიშნულმა საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება, რის გამოც, მათ კონტრაქციები გამართეს. ისინი გუშინ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ მემორიალთან მისვლას, თუმცა სამართალდამცველები ამის საშუალებას არ აძლევდნენ, რათა საპირისპირო აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება არ მომხდარიყო. პოლიციასთან დაპირისპირების დროს კონტრაქციის 20-მდე მონაწილე დააკავეს. გარდა ამისა, დაშავდა ერთი სამართალდამცველი. მას შემდეგ, რაც პარლამენტის შენობასთან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა და აქციის მონაწილეებთან შეთნახმებას მიაღწია, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია გათავსიფულდა. მოგვიანებით, ტერიტორია კონტრაქციის წარმომადგენლებმაც დატოვეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics