|
2018-05-14 00:45:13, 1632 ნახვა
კომენტარი
გახარია: მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება, მისი ორიენტაციის თუ რელიგიური მრწამსის მიუხედავად
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის შენობასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს თხოვა, სამართალდამცველების მითითებებს დაემორჩილონ და დაიშალონ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება, მიუხედავად მისი სექსუალური ორიენტაციისა და რელიგიური მრწამსისა. „ეხლა მინდა გთხოვოთ დავემორჩილოთ პოლიციის მითითებებს, რათა დავიცვათ ჩვენი და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ამოცანა იქნება უმნიშვნელო. თითოეული ქართველი მოქალაქის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და არ აქვს მნიშვნელობა მის ორიენტაციას, რელიგიურ მრწამსს თუ ასაკს. ასევე მინდა მივმართო ყველა ჩვენს მოქალაქეს, ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ და შევინარჩუნოთ მიღწევები, რომელიც გვაქვს და არ უნდა შევიდეთ კონფლიქტში. დავემორჩილოთ პოლიციის მითითებებს. ხვალ იმ დაპირებების გათვალისწინებით, მივცეთ საშუალება თბილისს, იცხოვროს ნორმალური ორშაბათი დღით. თქვენ ხართ ამ ქვეყნის მომავალი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ადამიანი, რომელიც ქუჩაში დგას დღეს, არის მნიშვნელოვანი. ვცეთ ერთმანეთს პატივი და გავუფრთხილდეთ უსაფრთხოებას“, - განაცხადა შს მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)