|
2018-05-14 00:34:15, 1691 ნახვა
კომენტარი
შს მინისტრი აქციის მონაწილეებს: გპირდებით, კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით
„გპირდებით, რომ ხვალ დილით 10 საათზე თქვენს წარმომადგენლებთან ერთად დეტალურად განვიხილავ პარასკევის ყოველ წუთს“, - ასე მიმართა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს. მან პირობა დადო, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით კონკრეტული შედეგი იქნება მიღწეული. გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ თუ მისი დაპირებები არ შესრულდება, მათ კვლავ შეეძლებათ პარლამენტის შენობასთან მივიდნენ და აქცია გამართონ. „საერთო ამოცანაა, რომ დღეს ეს საღამო დავასრულოთ მშვიდობიანად. მეორე - თქვენ იცით, რომ მეორე დღეა თქვენი გამოხატვის თავისუფლება აქ არ შეუზღუდავს არავის, ასევე თითოეული პოლიციელი ზრუნავდა თქვენს უსაფრთხოებაზე. ეხლა იმისთვის, რომ ყველამ მივაღწიოთ მიზანს, რომელიც გახლავთ, ერთობლივად ვიპოვოთ სწორი გამოსავალი რთული ამოცანებიდან, უნდა გადავინაცვლოთ სამუშაო რეჟიმში. გპირდებით, რომ ხვალ დილით 10 საათზე თქვენს წარმომადგენლებთან ერთად დეტალურად განვიხილავ პარასკევის ყოველ წუთს და ყველა ის ადამიანი, რომელზეც ერთობლივად შევთანხმდებით, რომ უფლება დაირღვა, იქნება უფლება აღდგენილი. მე ასევე გპირდებით, რომ ჩვენ კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. მესამე - ვთანხმდებით იმაზე, რომ თუ დაპირებები არ შესრულდება, შეგვიძლია ისევე შევიკრიბოთ პარლამენტთან, ვიცეკვოთ ან მოვუსმინოთ მუსიკას“, - განაცხადა შს მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)