00:35 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-13 23:34:57, 1457 ნახვა

კომენტარი
ბექა წიქარიშვილი: შს მინისტრთან მოლაპარაკება გრძელდება - შესაძლოა, მნიშვნელოვანი შედეგები მივიღოთ

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ორგანიზატორი ბექა წიქარიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან მიმდინარე შეხვედრიდან რამდენიმე წუთით გამოვიდა და მხარდამჭერებს მიმართა.

წიქარიშვილმა აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, მინისტრთან მნიშვნელოვანი მოლაპარაკება შედგეს.  

„ყველა ჩვენ მოთხოვნაზე მიდის ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები. შესაძლოა ჩვენ მივიღოთ მართლაც მნიშვნელოვანი შედეგები, ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, რაღაც პერიოდის განმავლობაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე, რადგან ეს არის ჩვენი ტონი. დავბრუნდები, მოვალ და გეტყვით ყველაფერს. მთავარია ვიყოთ ერთიანად, ძლიერად, მტკიცედ. მადლობა რომ ხართ აქ და იბრძვით სიმართლისთვის“, - განაცხადა წიქარიშვილმა და შეხვედრაზე დაბრუნდა.

ცნობისთვის, დაახლოებით ნახევარი საათია, რაც შს მინისტრი პარლამენტში აქციის ორგანიზატორებს ხვდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics