|
2018-05-13 23:17:18, 1440 ნახვა
კომენტარი
ჩხენკელი: იმედი გვაქვს, დაპირისპირებულ მხარეებს ეყოფათ გონიერება, არ დაუშვან სიტუაციის გამწვავება
რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს განათლების მინისტრმაც მიმართა. მიხეილ ჩხენკელის თქმით, მოქალაქეს ეძლევა საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება. „ჩვენი ხელისუფლებისათვის საზოგადოების ნებისმიერი, დიდი თუ მცირე ნაწილის ინტერესები მნიშვნელოვანია და ყველა მათგანთან დიალოგისთვის მზად ვართ. მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩვენი ახალგაზრდობის ხედვებისა და პოზიციების უკეთ გაცნობას და ამის მზადყოფნას გამოვხატავ. თითოეული მოქალაქეს ეძლევა საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება და როგორც პრემიერმა განაცხადა, სახელმწიფო ძალისხმევას არ იშურებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად. მიმაჩნია, რომ საჭიროა ყველას ერთობლივი ძალისხმევა, რათა აზრთა სხვადასხვაობამ შედეგზე ორიენტირებული კონსტრუქციული თანამშრომლობის ფორმა მიიღოს და ამისკენ მოვუწოდებ ყველა ჯგუფს“,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)