|
2018-05-13 23:11:30, 1503 ნახვა
კომენტარი
„ვამაყობ ქართველი ახალგაზრდებით“ - სააკაშვილი რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა
„მინდა მოვუწოდო ჩვენს ყველა მომხრეს, შეიკავონ თავი ქუჩაში შეკრებილი ახალგაზრდების ნებისმიერი კრიტიკისგან“, - ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რუსთაველზე შეკრებილ მომიტინგეებს სწორი აქცენტები აქვთ და უსამართლობას და ძალმომრეობას აპროტესტებენ. „შეიძლება თქვენი მოსაზრებები ყველაფერში არ ემთხვეოდეს შეკრებილთა ნაწილის აზრებს, შეიძლება რაღაც გაღიზიანებთ კიდეც, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ისინი, ვინც აქციაზე გამოვიდნენ, არც ნარკობარიგები არიან, არც ანტი საზოგადოებრივი ელემენტები, როგორც ამას ივანიშვილის პროპაგანდა ავრცელებს, ისინი არიან თავისუფლებისა და ღირსების მატარებელი, ჩვენი თანამემამულეები, თავაწეულები და ლაღები. ეს ადამიანები აპროტესტებენ უსამართლობას და ძალმომრეობას და ამიტომ სწორი აქცენტები აქვთ. მე, პირადად, მომწონს და ვამაყობ ქართველი ახალგაზრდებით“,- განაცხადა სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)