|
2018-05-13 21:30:49, 1607 ნახვა
კომენტარი
პრემიერმა სამართალდამცველებს მოუწოდა, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გააძლიერონ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, რუსთაველის გამზირზე, სადაც აქციები მიმდინარეობს, უსაფრთხოების ზომები გააძლიერონ. მან საპირისპირო აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ნუ დაუშვებენ სიძულვილს განსხვავებული მოსაზრებების გამო. „მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად გააძლიერონ უსაფრთხოების ზომები ნებისმიერი შესაძლო დაპირისპირების პრევენციის მიზნით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა მხარეს, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი, თუმცა აზრის გამოხატვისას დაპირისპირება არის ყოვლად დაუშვებელი, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, შევინარჩუნოთ ერთიანობა ერთი საერთო მიზნის გარშემო, რომელსაც ქვია ქვეყნის ხვალინდელი დღე, მომავალ თაობაზე ზრუნვა და მათი სიცოცხლის დაცვა. ნუ დავუშვებთ სიძულვილს განსხვავებული მოსაზრებების გამო. გავერთიანდეთ ადამიანების სიცოცხლის და ქვეყნის მომავლის დასაცავად“, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)