|
2018-05-13 21:27:58, 1623 ნახვა
კომენტარი
პრემიერი ახალგაზრდებს: მე ვარ იმის გარანტი, რომ თქვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება
„მე ვარ იმის გარანტი, რომ თქვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება“, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს. როგორც მან აღნიშნა, ის რომ გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია, გასული საათების მანძილზე დადასტურდა. ამასთან კვირიკაშვილმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა, დაპირისპირებისგან თავი შეიკავონ. „მინდა კიდევ ერთხელ მოგმართოთ, თქვენ ხართ მომავალი თაობა, მე ვარ იმის გარანტი, რომ თქვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება. ეს არის ერთ-ერთი უდიდეს მონაპოვართაგანი, რომლითაც ჩვენი ხელისუფლება ამაყობს. ეს უპირველეს ყოვლისა თქვენი მონაპოვარიც არის. ის რომ ადამიანის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია, გასული საათების მანძილზე დადასტურდა. პოლიცია და სამართალდამცავი ორაგნოები აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებენ, რომ თქვენ შეუზღუდავად შეძლოთ თქვენი აზრის გამოხატვა. ამ ფონზე, როდესაც სახელმწიფო მოწოდებულია და ძალისხმევას არ იშურებს ადამიანის ამ უმნიშვნელოვანესი უფლებების დასაცავად, კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩის მცდელობა“, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)