10:02 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-13 15:08:34, 1459 ნახვა

პოლიტიკა
საპროტესტო მოძრაობის მოთხოვნები უცვლელია - გადადგეს პრემიერი და შს მინისტრი

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრმა ბექა წიქარიშვილმა ისაუბრა, იმ მოთხოვნებზე, რომელიც პროტესტის წევრებს აქვს.
"აბსოლუტურად არაადეკვატური იყო ბოლო დღეების განმავლობაში სახელმწიფო. ის ერთადერთი, რასაც დღემდე აკეთებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრი, დუმილია. ეს ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფო არის დამნაშავე და ის შესაძლოა გრძნობდეს ბრალეულობას, თუმცა ამ ეტაპზე პასუხისმგებლობას არ იღებს. მოვითხოვთ, პრემიერმა დაარღვიოს დუმილი და გააკეთოს საჯარო განცხადება, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გადადგომის შესახებ მოთხოვნა რჩება ლეგიტიმურად. შს მინისტრის გარეშე დარწმუნებული ვარ ეს ბრძანება არ გაიცემოდა. სპეცრაზმის შეყვანა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა მის კისერზეა. თუ ამას პრემიერი ვერ ხედავს, საზოგადოება ხედავს ძალიან კარგად. შს მინისტრი არ არის სუფთა და მოთხოვნა მისი გადადგომის შესახებ არის ლეგიტიმური. ნარკოპოლიტკის რეფორმა - ეს საკითხი დღის წესრიგში სახელმწიფო მოხელეების განცხადებებიდან დაბრუნდა. რეფორმა გვჭირდება იმისთვის, რომ მივაღწიოთ პროტესტის მთავარ მიზანს. რეფორმის გატარება არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა და ინიციატივა",- განაცხადა წიქარიშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics