|
2018-05-12 12:57:54, 1630 ნახვა
კომენტარი
ტურისტი ჩატარებულ სპეცოპერაციზე: ვაპირებ, მომხდარის შესახებ ჩემი ქვეყნის წარმომადგენლობა საქმის კურსში ჩავაყენო
„ვაპირებ, რომ მომხდარის შესახებ ჩემი ქვეყნის წარმომადგენლობა საქმის კურსში ჩავაყენო“, - ამის შესახებ გუშინ კლუბ „ბასიანთან“ ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულმა ბრიტანეთის მოქალაქემ მილო ალექსანდერ კრავერსმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა. კრავრესმა მისი დაკავების პროცესი გაიხსენა და აღნიშნა, რომ პოლიციას ამის მიზეზი არ ჰქონდა. „მე ვიყავი კლუბი „ბასიანის“ შესასვლელთან. უცებ მოვარდნენ პოლიციელები. ზოგირთი დააწვინეს. მე დამაკავეს იმისთვის, რომ თითქოსდა წინააღმდეგობა გავუწიე მათ საქმიანობის დროს. წამიყვანეს და მალევე გამათავისუფლეს, რადგან რეალურად არც არსებობდა ჩემი დაკავების მიზეზი. დამისვეს ძალიან ბევრი შეკითხვა. სიმართლე გითხრათ, მეც მქონდა მათთან კითხვები, რაზეც პასუხები თითქმის ვერ მივიღე. საელჩოსთვის ჯერ არ მიმიმართავს, მაგრამ ვაპირებ, რომ მომხდარის შესახებ ჩემი ქვეყნის წარმომადგენლობა საქმის კურსში ჩავაყენო“,- აღნიშნა ბრიტანელმა ტურისტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)