|
2018-05-11 20:17:49, 1727 ნახვა
კომენტარი
უდუმაშვილი: ივანიშვილმა დღეს ღიად დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებაში“ ღრმა კრიზისია
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის შეფასებით ბიძინა ივანიშვილმა დღეს ღიად დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებაში“ და ხელისუფლებაში ღრმა კრიზისია. როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, ივანიშვილს სურს, პოლიტიკური იმუნიტეტის მიღება, რათა ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივოს. „ივანიშვილმა დღეს ღიად დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებაში“ და ხელისუფლებაში კრიზისი იმაზე უფრო ღრმა და მძიმეა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს და ვერანაირი ფერადი ქაღალდებით შეფუთვა ამ კრიზისის, ვერც პარტიას და ვერც ხელისუფლებას ვერ უშველის. თუმცა, ივანიშვილს არ უსაუბრია დღეს მთავარზე - რეალურად რატომ დაბრუნდა ისევ პარტიაში. მას სურს, პოლიტიკური იმუნიტეტის მიღება, რათა ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივოს. ივანიშვილის გეგმები აქვს, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს, თუმცა საქართველოს მოსახლეობას სულ სხვა გეგმები აქვს და ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხი და საქართველოს მოსახლეობა პასუხს უახლოეს თვეებში გასცემს", - განაცხადა უდუმაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)