|
2018-05-11 19:14:50, 1457 ნახვა
კომენტარი
კალაძე: მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის
პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, მთავრობაში საკადრო ცვლილებების განხორციელებაზე საუბარი ამ ეტაპზე არ არის. როგორც კალაძემ აღნიშნა, გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა მისივე თქმით, ეს არ შეიძლება აღიქმებოდეს როგორც დაპირისპირება. "რაც შეეხება ივანიშვილის დაბრუნებას, მან განმარტება გააკეთა თუ რა იყო ამის მიზეზი და ისაუბრა სამ მიმართულებაზე. ერთ-ერთი იყო თუნდაც გუნდში, არ ვიცი შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა დავარქვათ ან პატარა გაუგებრობები. სხვათაშორის იყო ამაზე საუბარი, არაერთი გადაცემა მიეძღვნა ამას, განმარტებებიც იქნა გაკეთებული. მე ყოველთვის ვიმეორებდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ზოგადად როდესაც სხვადასხვა საკითხებზე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ეს ნორმალურია და ასეც უნდა იყოს. ყველას ერთნაირი მოსაზრება ერთ საკითხზე ვერ ექნება, თუმცა ეს ყველაფერი უნდა განიხილებოდეს გუნდის შიგნით და უნდა რჩებოდეს გუნდში. თუმცა პიროვნული შეურაცხყოფები კატეგორიულად მიუღებელია. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, მთავრობაში განსახორციელებელ ცვლილებებზე საუბარი ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს. თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამასთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრთან ერთად, ეს იქნება ცნობილი თქვენთვისაც და საზოგადოებსითვისაც", - განაცხადა კალაძემ. პრეზიდენტობის კანდიდატს რაც შეეხება, კალაძის თქმით, გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს. „ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. უახლოეს მომავალში გადაწყვეტილება იქნება მიღებული, კანდიდატი იქნება შერჩეული",-განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)