|
2018-05-11 09:45:56, 1961 ნახვა
პოლიტიკა
პარტია „ქართული ოცნება“ დღეს ყრილობას გამართავს
პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” რიგით მეხუთე ყრილობა დღეს გაიმართება. ყრილობა პარტიის ახალ თავმჯდომარეს და განახლებულ პოლიტსაბჭოს აირჩევს. ყრილობა გაიმართება სამუშაო ფორმატში და მას პარტიის დელეგატები, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. ყრილობის პროცედურული ნაწილი 16:00 საათზე დაიწყება. განიხილება ყრილობის წესდებით გათვალისწინებული საკითხები: აირჩევენ ყრილობის მდივანს, ხმის დამთვლელ კომისიას და სარევიზიო კომისიის წევრებს. დამტკიცდება ყრილობის დღის წესრიგი, წარადგენენ პოლიტსაბჭოს და სარევიზიო კომისიის ანგარიშს ასევე წესდებაში შევა ცვლილება პოლიტსაბჭოს შემადგენლობის შემცირებაზე. 17:00 საათიდან მოხდება ყრილობის ოფიციალური ნაწილის ტრანსლირება. ყრილობის დელეგატებს და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე. ყრილობის დასასრულს დელეგატებს სიტყვით მიმართავს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)