|
2018-05-09 12:10:26, 1599 ნახვა
კომენტარი
„თუ მკაცრი პოლიტიკით შესაძლებელია ნარკომოხმარების შემცირება, აქეთ წავალთ, უფრო ლიბერალური თუ შეუწყობს ხელს, წავალთ მეორე მხარეს“
"თუ მკაცრი პოლიტიკით არის შესაძლებელი ნარკომომხმარებლის შემცირება წავალთ აქეთ, თუ უფრო ლიბერალური პოლიტიკა შეუწყობს ამას ხელს, წავალთ მეორე მხარეს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებისთვის მთავარია შემცირდეს ნარკომოხმარება და იყოს მაქსიმალურად რაციონალური სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა. „ჩვენ ოთხი კვირით გავაგრძელეთ შესაბამისი კანონპროექტის განხილვის ვადა, მოგეხსენებათ კანონპროექტთან დაკავშირებით არსებობს არსებითი აზრთა სხვადასხვაობა. ჩვენი ამოცანაა, შევაჯეროთ პოზიციები და ეს უნდა გაკეთდეს მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში, იმისთვის, რომ სესიის ბოლომდე, ანუ ივნისის ბოლომდე მოვახერხოთ შესაბამისი კანონპროექტის მიღება. მმართველი გუნდი აპრიორი არც ნარკოპოლიტიკის გამკაცრებისკენ იხრება და არც ლიბერალიზაციისკენ. ჩვენთვის მთავარია, შემცირდეს ნარკომოხმარება და იყოს მაქსიმალურად რაციონალური სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)