|
2018-05-09 11:31:04, 1653 ნახვა
კომენტარი
კალაძე: საქართველომ მართლაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ფაშიზმზე გამარჯვებაში
თბილისის მერმა კახა კალაძემ ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო. დედაქალაქის მერმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი მიულოცა და აღნიშნა, რომ კაცობრიობამ ფაშიზმი სწორედ ამ ადამიანების თავგანწირვით დაამარცხა. „მინდა, პირველ რიგში, მივულოცო ჩვენს ომის ვეტერანებს. ამ ადამიანების თავგანწირვით კაცობრიობამ ფაშიზმი დაამარცხა. საქართველომ ამ გამარჯვებაში მართლაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა და 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ იქცა. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ომის ვეტერანებს. ამ ადამიანების ღვაწლი ძალიან დიდია”, - განაცხადა კახა კალაძემ. ვაკის პარკში დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და მერის მოადგილეები ირაკლი ბენდელიანი, ილია ელოშვილი და სოფიო ხუნწარია იმყოფებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)