|
2018-05-09 11:11:20, 1575 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: პარლამენტი მზადაა, განიხილოს ყველა ღონისძიება, რომელიც ვეტერანებს დაეხმარება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნის ვალია, თითოეული ვეტერანისთვის ღირსეული პირობები შექმნას. კობახიძემ უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო და ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. „დღეს არის მსოფლიოს უდიდეს ბოროტებაზე, ფაშიზმზე გამარჯვების დღე, მინდა ეს დღე მივულოცო ყველას, განსაკუთრებით ჩვენს ვეტერანებს. მინდა, მათ მხნეობა და ჯანმრთელობა ვუსურვო. ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე ისტორიაში და ამ დღეს ვულოცავ ყველას. ჩვენი ვალია, რომ შევქმნათ ღირსეული პირობები თითოეული ვეტერანისთვის და ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს, ამისთვის კეთდება ბევრი რამ. პარლამენტი მზად არის, რომ განიხილოს ყველა ის ღონისძიება, რომელიც დამატებით შეიძლება დაეხმაროს ჩვენს ვეტერანებს ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფაში”, - განაცხდა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)