04:03 - 05 Nov, 2026
|
2018-05-09 11:08:52, 1502 ნახვა
კომენტარი
დავით ბაქრაძე არ ადასტურებს, რომ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება
"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე არ ადასტურებს, რომ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება. ბაქრაძის განმარტებით, პარტიაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. რაც შეეხება იმას, შევა თუ არა "ევროპული საქართველოს" კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში რეზიდენციაში, ბაქრაძემ აღნიშნა, რომ "პრეზიდენტის ადგილი პრეზიდენტის სასახლეშია". "საუბარი არ არის ფართზე ან შენობაზე, აქ საუბარია იმაზე, რომ თუ საქართველო არის სახელმწიფო, სახელმწიფო ინსტიტუციებს ეკუთვნის შესაბამისი პატივისცემა. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის ადგილი არის პრეზიდენტის სასახლეში და მე მგონი, ეს თემა ერათხელ და სამუდამოდ დახურული უნდა იყოს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)