|
2018-05-09 10:58:49, 1537 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: ჩვენმა წინაპრებმა მსოფლიოს მასშტაბით შეძლეს და დაამარცხეს ფაშიზმი, როგორც ადამიანზე ძალადობის რეჟიმი
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ფაშიზმზე გამარჯვების დღე კაცობრიობის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. პრეზიდენტმა ყველას ვინც ფაშიზმზე გამარჯვებაში მონაწილეობდა მადლობა გადაუხადა. მისი გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა მოძრაობის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდებიან 100 წლის და 100 წელს გადაცილებული ომის ვეტერანები. "ჩვენმა წინაპრებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძლეს და დაამარცხეს ფაშიზმი, როგორც ადამიანზე ძალადობის და ანტიადამიანური რეჟიმი, რომელიც ემუქრებოდა კაცობრიობას. წელს ჩვენ ვაჯილდოვებთ 100 წლის და 100 წელზე უფროს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს. მათ დაამარცხეს არა მხოლოდ ფაშიზმი, არამედ მათ დაამარცხეს დროც და მოიგეს ბრძოლაში. მადლობთ ამ დიდი გამარჯვებისთვის. ალბათ, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ახალგაზრდა თაობას მეტად მივცეთ შესაძლებლობა დააფასონ ამ ადამიანების ღვაწლი. ბუნებრივია, მათი პატივისცემა და მათთვის ყურადღების გამოხატვა, ჩვენთვისვე არის ძალიან მნიშვნელოვანი”, - განაცხადა მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)