|
2018-05-09 00:23:54, 1754 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: პატიმრობის დროს, მერაბიშვილის უფლებები შეილახა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტპატიმარია
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის მიმართ პატიმრობის დროს უფლებების შელახვა მოხდა, თუმცა მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ იგი პოლიტპატიმარია. „მე ვთვლი, რომ მერაბიშვილის მიმართ, პატიმრობის დროს მისი უფლებების შელახვა მოხდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის პოლიტპატიმარია. არც სტრასბურგი არ ამბობს ამას და ამ ტყუილების კორიანტელში ცხოვრებას უნდა დავანებოთ თავი. სტრასბურგს არასდროს უთქვამს, რომ მერაბიშვილი არასწორად არის გასამართლებული“, - განაცხადა მარგველაშვილი. მან სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან, მათ შორის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათთან მიმართებაში ხელისუფლებამ მცდარი გადაწყვეტილებები მიიღო და ამაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. „ის, რომ სააკაშვილი გაასამართლეს არასწორი მუხლით, ამათ იტკიონ თავი სტრასბურგში, ყველა თემაზე მე უნდა ვიყო ამათი და იმათი შეცდომების გამსწორებელი? რატომ? აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობები, როგორც აიღეს მერაბიშვილზე. არ დაგვიბრუნდა ის, რასაც ვამბობდი? რომ რა სისულელეს ვაკეთებთ, გამოვიძიოთ ეს საკნიდან გაყვანა. არა, როგორ შეიძლებაო და არ დაგვიბრუნდა უკან შეურაცხყოფად? რომ ვამბობდი ამ გრიფს ნუ მოვხსნით ამ დაწყევლილ, უაზრო საბუთებს, რომელიც იურისპრუდენციას საერთოდ არ სჭირდებოდა და პიარის თემა იყო, სააკაშვილს გადაეფარაო ამბობდნენ. როგორც კი ეს მოხდა, ყველა იმ ადამიანს, ვისაც წითელი ცირკულარით ეძებდნენ, მოუხსნეს ძებნა. ახლა ვინ გაუკეთა იმ ადამიანებს ალიბი, ვინც წითელი ცირკულარით ძებნილები არიან, მე, რომელმაც ვთქვი, რომ ამ გრიფის მოხსნით იმ ხალხს ვეღარ დავიჭერთ, თუ იმ ადამიანებმა ვინც მოაწყო პოლიტიკური პიარი, მოვხსენით გრიფი და შედეგად აღარცერთი აღარ გვყავს წითელ ცირკულარზე, თავისუფლები არიან. მე იმათ ადგილას დიდ მადლობას ვეტყოდი ამათ, რომ ესეთი კარგი ფორმით მოაშორეს პასუხისმგებლობა. ამაზე ვინმემ აიღო პასუხისმგებლობა და თქვა, რომ ეს რა სისულელე დაგვემართა? ვიღაცამ თქვა, რომ მერაბიშვილის საქმე სტრასბურგში არის წაგებული და წამდაუწუმ მეუბნებიან, თურმე მერაბიშვილი პოლიტპატიმარია, ვინმე გამოვიდა და თქვა, რომ მე ვარ დამნაშავე, რომ ეს საქმე მივიდა სტრასბურგამდეო?“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)