|
2018-05-08 22:55:48, 1529 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: პრეზიდენტის მხრიდან ხდება უპასუხისმგებლობა, თეორიული კორუფცია, ან სამართალდამცავი სისტემის ნგრევა
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის წინააღმდეგ შეწყელაბის საკითხთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას გამორიცხავს. კობახიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი აღნიშნული თემით სპეკულირებს და სხვა საკითხებზე აქცენტების გაადატანა სურს. როგორც კობახიძემ გადაცემა "არჩევანში" განმარტა, მმართვველი გუნდის ინტერესში პრეზიდენტთან კონფლიქტის გაღრმავება არ შედის. "ჩვენს ინტერესებში არ შედის საქართველოს პრეზიდენტთან კონფლიქტის გაღრმავება, მითუმეტეს დაახლოებით 3 თვეში უნდა დაინიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები. თუმცა რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, მათ შორის შეწყალების საკითხს, აქ ძალიან მნიშვნელოვანია პრობლემაზე ყურადღების გამახვილება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი პრაქტიკა ჩამოყალიბდეს, მათ შორის მომავალი პრეზიდენტის პირობებში. ამისათვის საჭიროა შეფასდეს ის არასწორი პრაქტიკა, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ. ჩვენ მოვიყვანეთ სტატისტიკა და ეს სტატისტიკა ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს - არის დაახლოებით ასმაგი საშუალო სხვაობა საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პირთა რაოდენობასა და განვითარებული ქვეყნების პრეზიდენტების მიერ შეწყალებულ პირთა რაოდენობას შორის. ასმაგი სხვაობა ნიშნავს იმას, რომ რაღაც ცუდშია საქმე. ეს არის პოლიტიკური ბრალდება, რაც გულისხმობს იმას რომ როდესაც ჩვენ ასმაგი სხვაობა გვაქვს ცივილიზებულ ქვეყნებთან შედარებით ეს უნდა ნიშნავდეს სამიდან ერთ-ერთს - უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, თეორიულად კორუფცია და თეორიულად სამართალდამცავი სისტემის მიზანმიმართული ნგრევა. როდესაც სხვა ქვეყნებში 100-ჯერ უფრო ნაკლებია შეწყალების სტატისტიკა ეს არ შეიძლება ნიშნავდეს იმას რომ იმ ქვეყნების პრეზიდენტები გიორგი მარგველაშვილზე უფრო ნაკლებად გულმოწყალენი არიან. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს - ეს იყო სპეკულაციები, აქცენტის გადატანის მცდელობა სხვა რამეზე. არავინ არ აპირებს სისხლის სამართლის საქმის აღძვრას პრეზიდენტის წინააღმდეგ. ეს ჩვენი პრეროგატივა არ არის და ამის ნიშანწყალი არ არსებობს. ამიტო ის გზავნილები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ არის ხელოვნურად შექმნილი. როდესაც ადამიანი თავისი ცოლის ძმას შეიწყალებს, ეს არის მორალურ ზღვარს გადაცდენილი ქმედება. ეს არ არის კანონით აკრძალული, თუმცა ელემენტარულ მორალურ ზღვარს სცდება", - განაცხადა კობახიძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)